"ის საავადმყოფოში მკურნალობს" - ახალი ინფორმაცია ლუთონის კაპიტნის შესახებ » სპორტის ხაზი

"ის საავადმყოფოში მკურნალობს" - ახალი ინფორმაცია ლუთონის კაპიტნის შესახებ

"ის საავადმყოფოში მკურნალობს" - ახალი ინფორმაცია ლუთონის კაპიტნის შესახებ
19-12-2023, 15:13
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ლუთონისა" და "ბორმუნთის" შეხვედრაში ლუთონის კაპიტანი ტომ ლოკიერი მოედანზე უგუნოდ დაეცა.

მოგვიანებით გუნდმა დაადასტურა, რომ მას გულის გაჩერება ჰქონდა და სტადიონზე მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 'ლუთონის" მცველს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 65-ე წუთზე ჩაუტარდა, ხოლო გუნდის მენეჯერმა რობ ედვარდსმა ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანა. ლოკიერმა მოედანი საკაცით დატოვა.

გუნდმა კი მის შესახებ ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა: "ჩვენი კლუბის კაპიტანი საავადმყოფოში მკურნალობს. გვესმის, რომ გულშემატკივრები მასზე ნერვიულობენ. ყველაფერი კარგად არის."

"ტომს ჯერ კიდევ უტარდება ანალიზები, სკანირება და ელოდება შედეგებს, სანამ დადგინდება მისი გამოჯანმრთელების შემდეგი ნაბიჯები."

"ჩვენ ყველას გვინდა საუკეთესო ტომისთვის, მისი პარტნიორი ტეილორისთვის და მთელიანი ლოკიერის ოჯახისთვის. თავაზიანად ვითხოვთ, რომ პატივი სცენ მის და მათ კონფიდენციალურობას ამ რთულ დროს."


უელსელი ფეხბურთელის მდგომარება ამჟამად სტაბილურია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი