"იოლი გასეირნება არ იქნება" - დეკო წილისყრის შესახებ » სპორტის ხაზი

"იოლი გასეირნება არ იქნება" - დეკო წილისყრის შესახებ

"იოლი გასეირნება არ იქნება" - დეკო წილისყრის შესახებ
19-12-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 წყვილების წილისყრა ჩატარდა. შედეგად, ერთმანეთს ქართველი შემტევის "ნაპოლი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ.

წილისყრის შემდეგ კატალონიის ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იტალიის მოქმედ ჩემპიონთან არცერთი შეხვედრა მარტივი არ იქნება.

"ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში მარტივი გუნდები ვერ ხვდებიან. ამიტომაც ვერ ვიტყვი თუ როგორი კმაყოფილი ვარ წილისყრით. "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონია და იოლი გასეირნება ნამდვილად არ გვექნება. წინ კიდევ დიდი დროა."

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში ფავორიტის სტატუსი ესპანურ გუნდს აქვს. "ბარსელონა" ორი წელია ფლეიოფში არ ყოფილა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი