დიდი დაბრუნება - კევინ დე ბრუინმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა » სპორტის ხაზი

დიდი დაბრუნება - კევინ დე ბრუინმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

დიდი დაბრუნება - კევინ დე ბრუინმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
18-12-2023, 21:52
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე სეზონი ბევრ გულშემატკივარს იმით დაამახსოვრდება, რომ ტრავმა სხვადასხვა დროს რეკორდულად ბევრმა მოთამაშემ მიიღო, მათ შორისაა კევინ დე ბრუინიც, რომელიც სეზონის სტარტზევე დაშავდა და სიტის ამ დრომდე ვერ ეხმარება.

ბელგიელ ნახევარმცველს პრემიერ ლიგის პირველივე ტურში თავი ბარძაყის ტრავმამ შეახსენა, რის გამოც სიტის მეჩვიდმეტე ნომერს ოპერაციის გაკეთებაც კი დასჭირდა, ამას კი ბევრმა გულშემატკივარმა მოაყოლა, რომ კევინი ამ ასაკში ტრავმიდან დაბრუნებას ვერ შეძლებდა, მაგრამ სწორედ დე ბრუინმა თქვა საჯაროდ რამდენიმე დღის წინ, რომ მისი მიზანი კვლავ მაღალი სტანდარტების შენარჩუნება და კლუბისთვის ტიტულების მოტანაა.

მანჩესტერ სიტის გულშემატკივართა და შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის ქომაგთა სასიხარულოდ ბელგიელმა დიდი ხნის შემდეგ გუნდთან ერთად ივარჯიშა, მისი ფოტოები კი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დე ბრუინმა პრემიერ ლიგის 32 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი