ხვიჩა გრანდის პირისპირ | როგორ თამაშობს ნაპოლი ბარსელონასთან ისტორიულად » სპორტის ხაზი

ხვიჩა გრანდის პირისპირ | როგორ თამაშობს ნაპოლი ბარსელონასთან ისტორიულად

ხვიჩა გრანდის პირისპირ | როგორ თამაშობს ნაპოლი ბარსელონასთან ისტორიულად
18-12-2023, 15:38
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა, სადაც მაყურებელმა ყველა წყვილის შესახებ შეიტყო.

როგორც უკვე იცით, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის კატალონიის ბარსელონა შეხვდა, რომელთანაც ქართველი ფეხბურთელის გუნდს აქამდეც უთამაშია, თანაც სხვადასხვა ტურნირზე, მაგრამ ნეაპოლელებისთვის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა დამაიმედებელი ნამდვილად არაა.

ნაპოლი და ბარსელონა ბოლოს ერთმანეთს ევროპა ლიგაზე შეხვდნენ, კერძო 2022 წელს, როდესაც კატალონიელებმა ორი მატჩის ჯამში მეტოქეს 3-5 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ მაშინდელ ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას არაერთი ამჟამინდელი გუნდელი თამაშობდა, მათ შორის კვარას მთავარი მეწყვილე, ვიქტორ ოსიმენიც. გასული წლის დაპირისპირებაში ნეაპოლელებმა პირველი მატჩი ნოუ კამპზე გამართეს და მეტოქესთან ფრედ, 1:1 ითამაშეს, რის გამოც შინ დიდი იმედებით დაბრუნდნენ, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლეს და 1/8 ფინალის საგზური კატალონიელებს დაუთმეს.

აღსანიშნავია, რომ ნაპოლი და ბარსელონა ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზეც შეხვედრილან, ეს მატჩი 2020 წელს გაიმართა და კვლავაც ბარსელონელთა გამარჯვებით დასრულდა. საგულისხმოა, რომ 1/8 ფინალის პირველი თამაში ნეაპოლში შედგა და როგორც ევროპა ლიგის შემთხვევაში, საბოლოო ანგარიში აქაც 1:1 დაფიქსირდა, თუმცა განმეორებით თამაშში ბარსამ იტალიურ კლუბს 3:1 აჯობა და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა.

ამდენად, ნაპოლის ამჟამინდელ ჩემპიონთალიგურ მეტოქესთან 4 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული, საიდანაც მათ 2 ფრედ ითამაშეს, 2 კი დათმეს. საინტერესოა, თუ რამდენად შეძლებს ვალტერ მაძარის გუნდი იმას, რომ ახალ ვარსკვლავთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ნავსი გატეხოს და ევროტურნირზე ბარსელონას ბარიერი საბოლოოდ გადალახოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი