საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გუშინ "ბარსელონას" წინააღმდეგ ექვსი სეივი შეასრულა. მატჩი კი ფრედ 1-1 დასრულდა.
"ასეთი გუნდის წინააღმდეგ მარტივი თამაში არასოდეს არ არის. ქულა მოვიპოვეთ, რაც მთავარია და ამით მოხარული ვარ. "ბარსას" წინააღმდეგ ყოველთვის მაღალ ტემპში ვერ ითამაშებ. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. გუნდმა დიდი ძალები დახარჯა. ჩვენთვის ყოველთვის უფრო მარტივია "მესტალიაზე" თამაში, რადგან ვგრძნობთ გულშემატკივრების მხარდაჭერას."
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველ მეკარეს კარი ხუთჯერ აქვს მშრალად შენახული. "ვალენსია" კი მეათე პოზიციას იკავებს.