რიშარლისონმა კულიშევსკის გოლის აღნიშვნაში ხელი შეუშალა » სპორტის ხაზი

რიშარლისონმა კულიშევსკის გოლის აღნიშვნაში ხელი შეუშალა

რიშარლისონმა კულიშევსკის გოლის აღნიშვნაში ხელი შეუშალა
16-12-2023, 17:46
Aa Aa
გაზიარება:

დეან კულუშევსკი და რიშარლისონი საოცარ ფორმაში შევიდნენ, ორივე მათგანი მინდორს გოლის გარეშე აღარ ტოვებს.

მათ კარგ ფორმას "ტოტენჰემის" შედეგებიც ასახავს, გუნდმა ტურის გახსნით მატჩში სტუმრად "ნოტინგემ ფორესტი" დაამარცხეს.

შეხვედრაში პირველი გოლი რიშარლისონმა გაიტანა, მატჩის მიწურულს კი თავი კულუშევსკიმაც გამოიჩინა, თუმცა მისი წინასწარ განსაზღვრული გოლის აღნიშვნა ბრაზილიელმა შეაფერხა.

კულუშევსკი მალე მამა გახდება და ამ ამბის აღსანიშნავად სურდა ბურთი მაისურს ქვეშ მოეთავსებინა, თუმცა რიშარლისონმა ბურთი აიღო და ფეხი ძლიერად ამოარტყა.

საბედნიეროდ ბურთი ახლომახლოს დაეცა და შვედმა ფეხბურთელმა ჩანაფიქრი ცხადში მოიყვანა, თუმცა კურიოზი მაინც შედგა.

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემი ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს და მანჩესტერ სიტისთან ერთად მეოთხე ადგილისთვის იბრძვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი