"სეზონს თუ უტიტულოდ დავასრულებთ უნდა წავიდე" - ჩავი მის მომავალზე » სპორტის ხაზი

"სეზონს თუ უტიტულოდ დავასრულებთ უნდა წავიდე" - ჩავი მის მომავალზე

"სეზონს თუ უტიტულოდ დავასრულებთ უნდა წავიდე" - ჩავი მის მომავალზე
15-12-2023, 22:48
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის "ბარსელონას" მძიმე პერიოდი დაუდგა. გუნდში ტრავმებმა იმატა და ჩავის პრაგმატული ფეხბურთი გულშემატკივართა ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს.

ამ ყოველივეს ესპანელმა სპეციალისტმა "ვალენსიასთან" მატჩის წინა პრესკომფერენციაზე ისაუბრა:

"ვაცნობიერებ გულშემატკივრის მოლოდინებს და მათგან ვითხოვ ნდობას, თქვენ უყურებთ ლალიგის ჩემპიონების თამაშს და ვფიქრობ გუნდს მეტი ნდობა უნდა გამოუცხადოთ, საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მაგრამ ჯერ პროექტის შუაში ვართ და განვითარების დიდი ჭერი დაგვრჩა.

რა თქმა უნდა, მწვრთნელმა მისი გუნდის შედეგებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ჩვენ ბევრი ტიტულისთვის ვიბრძვით და თუ ვერაფერი მოვიგეთ ჩემი წასვლის დრო მაშინ იქნება." - განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ამ მომენტისათვის ლალიგაში მეოთხე ადგილს იკავებენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორ წლიანი პაუზის შემდეგ პლეიოფში ითამაშებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი