იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩელსი სამი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს » სპორტის ხაზი

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩელსი სამი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩელსი სამი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
15-12-2023, 22:17
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის "ჩელსის" კრიზისი უკვე მეორე სეზონია გრძელდება, კლუბი თავიდან შენდება და ცდილობს ძველი დიდება დაიბრუნოს, თუმცა ეს იმაზე ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა, ვიდრე წინა შემთვევებში გამოუცდიათ.

ლონდონის სიამაყემ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა ეს ფეხბურთელებიც ტრავმებისგან გაწამდნენ და ჯერაც არ უჩვენებიათ მათი პოტენციალი.

კლუბს აშკარად სჭირდება წმენდა, ტოდ ბოელის კი შემოსავალი, ამიტომ კლუბი მზადაა მინიმუმ სამი ფეხბურთელი გაყიდოს.

როგორც ESPN იტყობინება "ჩელსი" მზადაა ნონი მადუეკე, ტრევორ ჩალობა და იან მაატსენი გაყიდოს.

მადუეკე კლუბში უკვე ერთი წელია ირიცხება, თუმცა ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მისი გაყიდვა ან იჯარით გაშვება კლუბისთვის პერსპექტივაში სარფიანად მოსჩანს.

ტრევორ ჩალობა ტუხელის ეპოქაში სათამაშო დროს იღებდა, თუმცა ამ ეტაპზე იგი პოჩეტინოს სათამაშო გეგმებში არ შედის.

იან მაატსენს კი კუკურელიას უნივერსლობისა და კოლვილის ეოპქალური ნიჭიერების ფონზე სათამაშო დრო აღარ ეძლევა და თავადაც მოხარული იქნება კლუბის დატოვებით.

ბრიტანულ მედიაში აგრეთვე იწერება, რომ შესაძლოა ლურჯებმა კლუბის ვიცე კაპიტანი - კონორ გალაჰერიც გაყიდოს, ეს კი ცოტა გაუგონარია, იმ ფონზე, როცა ინგლისელი თითქმის შეუცვლელად თამაშობს და მოედანზე მაქსიმუმს დებს.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" პრემიერ ლიგაში მე-12 ადგილს იკავებს და ქულებით ოთხეულთან უფრო შორსაა ვიდრე გასავარდნ ზონასთან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი