"საუკეთესო მე ვარ და არა შენ" - ანჩელოტი ხოსელუს გაეხუმრა » სპორტის ხაზი

"საუკეთესო მე ვარ და არა შენ" - ანჩელოტი ხოსელუს გაეხუმრა

"საუკეთესო მე ვარ და არა შენ" - ანჩელოტი ხოსელუს გაეხუმრა
15-12-2023, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, რეალი პირველ ადგილზე გავიდა. ბოლო ტურში, მადრიდელებმა უნიონ ბერლინი, გერმანიაში, 3:2 დაამრაცხეს.

მატჩის საუკეთესოდ დუბლის ავტორი ხოსელუ დასახელდა.

საუკეთესოსთვის განკუთვნილი ჯილდო კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა და ფეხბურთელს ეხუმრა რომ თავისი იყო.

პრესკონფერენციის შემდეგ, ჯილდო მფლობელს გადასცა და ასე შეაქო:

"ხოსელუმ მისი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. როდესაც გუნდი თავს ღრმად იცავს, როგორც მეორე ტაიმში იყო, მას ჩვენი დახმარება შეუძლია. პირველ ნახევარში მაგრად ვითამაშეთ, მაგრამ ხოსელუ ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ. მან სეზონი კარგად დაიწყო და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა იტალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი