გრემ პოტერმა შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბაროს - ტენჰაგის დღეები დათვლილია » სპორტის ხაზი

გრემ პოტერმა შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბაროს - ტენჰაგის დღეები დათვლილია

გრემ პოტერმა შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბაროს - ტენჰაგის დღეები დათვლილია
14-12-2023, 22:35
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო არადამაჯერებელი ხდება, კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია და პრემიერ ლიგაშიც ოთხეულთან ახლოსაც არაა.

შესაბამისად, გულშემატკივრებსა და ხელმძღვანელობაში ერიკ ტენ ჰაგის მისამართით უნდობლობა სულაც არაა გასაკვირი.

ბრიტანული Sky Sports-ის ინფორმაციით, მანჩესტერის უფროსობამ უკვე დაიწყო ტენჰაგის სავარაუდო შემცვლელის ძიება.

მათი მთავარი კანდიდატი ჩელსის დამაქცევარი და ერთ დროს ბრაიტონის ძალიან კარგი მწვრთნელი - გრემ პოტერია.

როგორც უკვე მოგახსენეთ, პოტერი ბოლოს ჩელსიში მუშაობდა, სადაც ყველაფერი აურია, თუმცა 2023 წელს მისმა ჩელსიმაც და მანჩესტერმაც ჩემპიონთა ლიგაზე თანაბარი რაოდენობის(1) შეხვედრის მოგება მოახერხეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი