ნაპოლის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია - ვის დაუპირისპირდება ხვიჩას გუნდი 1/8 ფინალში » სპორტის ხაზი

ნაპოლის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია - ვის დაუპირისპირდება ხვიჩას გუნდი 1/8 ფინალში

ნაპოლის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია - ვის დაუპირისპირდება ხვიჩას გუნდი 1/8 ფინალში
14-12-2023, 15:08
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

წელს ჯგუფური ეტაპი არც ისე ხმაურიანი გამოდგა, თუმცა იყო მოულოდნელობებიც - მანჩესტერ იუნაიტედი და ნიუკასლი ჯგუფში ჩარჩნენ, შესაბამისად, ინგლისელებს პლეიოფში ორი წარმოამდგენელი დარჩათ.

ქართველ მაყურებელში დიდ ინტერესს იწვევს ნაპოლის შედეგები და შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას გუნდმა მადრიდის რეალთან ერთად ჯგუფური ეტაპი დაძლია და მეორე ადგილით 1/8 ფინალში შევხვდებით, აგრეთე ცნობილია ის გუნდები, რომლებიც შესაძლოა ნაპოლის დაუპირისპირდნენ.

ვინაიდან ნეაპოლიტანელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს მათ სხვა ჯგუფებიდან პირველ ადგილზე გასულთან მოუწევთ დაპირისპირება ხოლო ეს გუნდები ასე გამოიყურებიან: და ბაიერნი, არსენალი, რეალ სოსიედადი, მადრიდის ატლეტიკო, ბორუსია დორტმუნდი, მანჩესტერ სიტი და ბარსელონა. - ამ გუნდებიდან ნაპოლი ნებისმიერს შეიძლება შეხვდეს, ხოლო რეალს და სხვა იტალიურ გუნდებს ფიზიკურად ვერ შეხვდება უეფას წესებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ორშაბათს, 18 დეკემბერს თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი