"კვარაცხელიას ფეხი მოტეხე" - ნაპოლის ქომაგის სამარცხვინო შეძახილი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას ფეხი მოტეხე" - ნაპოლის ქომაგის სამარცხვინო შეძახილი

"კვარაცხელიას ფეხი მოტეხე" - ნაპოლის ქომაგის სამარცხვინო შეძახილი
14-12-2023, 00:58
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" წუხელ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბრაგას" დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა საგოლე მოქმედება ვერ მიითვალა რასაც თან ახლდა გულშემატკივარის სამარცხვნო ქმედება ტრიბუნიდან.

ნეაპოლიტანური გამოცემა kiss kiss napoli-ის ინფორმაციით ერთ-ერთი ქომაგი ტრიბუნიდან "ბრაგას" მცველს კვარას დაზიანებას სთხოვდა.

"კვარაცხელიას ფეხი მოტეხე" - ციტირებს გამოცემა.

საბედნიეროდ იტალიური მედია და განსაკუთრებით "ნაპოლის" გვერდები კვარაცხელიას მხარს უჭერენ და ფეხბურთელს ამ მძიმე პერიოდის გადატანაში ეხმარებიან, თუმცა ზოგჯერ ისეთი სამარცხვინო ფაქტებიც ვლინდება, როგორზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ბოლოს გოლი ნოემბრის მიწურულს "ატალანტას" კარში გაიტანა და ამ თვეში თავის შანსს ელოდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი