გოგა ბითაძეს და ორლანდო მეჯიქს ვეღარ აჩერებენ » სპორტის ხაზი

გოგა ბითაძეს და ორლანდო მეჯიქს ვეღარ აჩერებენ

გოგა ბითაძეს და ორლანდო მეჯიქს ვეღარ აჩერებენ
9-12-2023, 12:31
Aa Aa
გაზიარება:

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქისთვის კარგი სეზონი გრძელდება, აღმოსავლეთ კომფერენციის მეორე ადგილოსანმა მეჯიქმა ამავე კომფერენციის ბოლო ადგილოსანი დეტროიტ პისტონსი დამაჯერებელი - 34 ქულიანი უპირატესობით დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა კვლავ სოლიდური სათამაშო დრო მიიღო და 27 წუთში 13 ქულა , 8 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება დააგროვა, გოგას პირველ ტაიმში 100% მაჩვენებელი ჰქონდა რეალიზებული სროლების, შეხვედრა კი 6/7 FG-ით დაასრულა, ბითაძეს ფარქვეშ ვერაფერი დაუპისპირეს, ხოლო მისი პიკენროლები წელს არამარტო დეტროიტისთვის არამედ მთელი ლიგისთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენს და ამას ფლორიდელების მწვრთნელი კარგად ამჩნევს.

ბითაძის კარგი თამაში არამარტო ციფრებში არამედ ისეთ სტატისტიკაშიც აისახა, რომელსაც ყურადღებას იშვიათად აქცევენ, როცა გოგა პარკეტზე იყო, მისი გუნდი 26 ქულიან უპირატესობას იღებდა, ამ მაჩვენებლით იგი საუკეთესო იყო. დღეს ასევე დაცვაშიც სოლიდურად ითამაშა და ნაკლენი პერსონალური ჯარიმა მიიღო, რაც დასაფასებელია.

მატჩის შემდეგ ქართველმა ცენტრმა კომენტარიც გააკეთა:

"ბოლო ორი თამაშის წაგება უსიამოვნო იყო, ამიტომ პისტონთამ შეხვედრას მეტი ყურადღებით მოვეკიდეღ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. - განაცხადა გოგა ბითაძემ.

დეტროიტ პისტონსი წელს ყველაზე სუსტი გუნდის ტიტულისთვის სან ანტონიო სპურს ეპაექება, სანდრო მამუკელაშვილის გუნდს ზედიზედ 16 წაგება დაუგროვდა, რაც შეეხება დეტროიტს ეს გუნდი ანტირეკორდზე მიდის და ზედიზედ მე-19 შეხვედრა წააგეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი