"საქართველო, რუსეთი თუ სომხეთი?" - ცარუკიანი ეროვნებასთან დაკავშირებით პასუხობს » სპორტის ხაზი

"საქართველო, რუსეთი თუ სომხეთი?" - ცარუკიანი ეროვნებასთან დაკავშირებით პასუხობს

"საქართველო, რუსეთი თუ სომხეთი?" - ცარუკიანი ეროვნებასთან დაკავშირებით პასუხობს
6-12-2023, 23:46
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის მებრძოლ არმან ცარუკიანს, რომელიც ახალქალაქშია დაბადებული, ეროვნებასთან დაკავშირებით ჰკითხეს. ცარუკიანს სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ოქტაგონზეც ამ ქვეყნების დროშებს "აფრიალებდა", თუმცა, თავისი ბოლო ბრძოლის დროს, რომელიც 2 დეკემბერს, დარიუშთან ჩაატარა, მხოლოდ სომხეთის დროშით ვიხილეთ.

"სომხები მგულშემატკივრობენ იმის გამო, რომ სომეხი ვარ და ვსაუბრობ სომხურ ენაზე. საქართველოში დავიბადე, ჩემი ყველა ნათესავი იქ ცხოვრობს, მშობლები ქართულად საუბრობენ. ორი წლის ვიყავი, როდესაც საცხოვრებლად რუსეთში გადავედით და მთელი ცხოვრება რუსეთში გავატარე.

სომეხი ვარ და რუსეთისაზე წინ სომხეთის დროშას ვაყენებ. ყველას ვეუბნები, რომ რუსი მებრძოლი ვარ, მაგრამ წარმოვადგენ სომხეთს. ასევე ვამბობ, რომ დავიბადე საქართველოში და იქ წელიწადში ორჯერ ჩავდივარ" - აცხადებს ცარუკიანი რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი