მუდრიკი:"ჩელსის გულშემატკივარი მე მაძლიერებს" » სპორტის ხაზი

მუდრიკი:"ჩელსის გულშემატკივარი მე მაძლიერებს"

მუდრიკი:"ჩელსის გულშემატკივარი მე მაძლიერებს"
6-12-2023, 23:29
Aa Aa
გაზიარება:

უკრაინის ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" შემტევი მიხაილო მუდრიკს ინგლისელი გულშემატკივარი ძალიან მოსწონს.

მუდრიკი: "ვგრძნობ, ჩელსის გულშემატკივრები როგორ მქომაგობენ, როცა ბურთი მაქვს ... ეს მაძლიერებს!"

"ძალიან ვაფასებ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას, მე მიყვარს ისინი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ძალიან სასიამოვნოა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, როდესაც სტადიონიდან შენს სახელს სკანდირებენ. ვცდილობ, ყოველთვის გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი."


შეგახსენებთ, რომ უკრაინელი შემტევი "ჩელსიში" 2023 წელს დონეცკის "შახტარიდან" გადაბარგდა 70 მილიონის სანაცვლოდ. მიმდინარე სეზონში მუდრიკმა 2 გოლის გატანა შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი