მადრიდის "რეალისა" და ბელგიის ნაკრების პირველი მეკარე - ტიბო კურტუა სეზონის დაწყებამდე მძიმედ დაშავდა.
ბელგიელმა კარის დარაჯმა ჯვარედინი იოგები დაიწყვიტა და ექიმების ვარაუდით ფეხბურთელი სეზონის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე დაუბრუნდება მინდორს.
ამის გამო, კურტუამ გადაწყვიტა, რომ მცირე სათამაშო პრაქტიკისა და მძიმე ტრავმის ფონზე ნაკრების განაცხადიდან აქედანვე ჩაეხნას, რათა მომდევნო სეზონიდან საკუთარი მაქსიმუმი აჩვენოს.
ტიბომ გადაწყვეტილება უკვე კლუბსაც და ნაკრებსაც აცნობა, ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის ზაფხულში, გერმანიაში გაიმართება.