როგორც გავლენიანი გამოცემა "Diario AS" იტყობინება, "რეალი" მბაპესთვის საბოლოო შემოთავაზებას ამზადებს.
2024 წლის 1 იანვარს მადრიდელები კილიან მბაპეს კონტრაქტს შესთავაზებენ და ფრანგ ფეხბურთელს მოსაფიქრებლად 15 დღეს მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩში 18 გოლი და 2 ასისტი აქვს გაკეთებული.