ტერ შტეგენს ოპერაცია სჭირდება - გერმანელი დაახლოებით 2 თვეს გამოტოვებს » სპორტის ხაზი

ტერ შტეგენს ოპერაცია სჭირდება - გერმანელი დაახლოებით 2 თვეს გამოტოვებს

ტერ შტეგენს ოპერაცია სჭირდება - გერმანელი დაახლოებით 2 თვეს გამოტოვებს
5-12-2023, 23:49
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის "ბარსელონასა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზურგზე ოპერაციას იკეთებს, რის გამოც რამდენიმე თვე ვერ თამაშს ვერ შეძლებს.

Diario Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, "ბარსელონას" მეკარემ კონსულტაციები გაიარა რამდენიმე გერმანელ ექიმთან, მოისმინა სხვადასხვა აზრი და დათანხმდა ოპერაციას, რომელიც გადაჭრის შტეგენის ზურგთან დაკავშირებულ პრობლემებს. ვარაუდობენ, რომ ტერ შტეგენი თავის გუნდს 2-დან 3 თვემდე პერიოდში ვერ დაეხმარება.

ტერ შტეგენი ნამდვილად გამოტოვებს ესპანეთის სუპერთასს. ჯერჯერობით საუბარი ადრეა იმაზე, იქნება თუ არა მზად გერმანელი მეკარე საჩემპიონთალიგო პირველი მერვედფინალისთვის, რომელიც 13-14 ან 20-21 თებერვალს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.