არგენტინაში ახალი მესი გამოჩნდა - კიდევ ერთი მოვლენა საფეხბურთო სამყაროს » სპორტის ხაზი

არგენტინაში ახალი მესი გამოჩნდა - კიდევ ერთი მოვლენა საფეხბურთო სამყაროს

არგენტინაში ახალი მესი გამოჩნდა - კიდევ ერთი მოვლენა საფეხბურთო სამყაროს
5-12-2023, 21:45
Aa Aa
გაზიარება:

ლიონელ მესი უამრავი ადამიანის აზრით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და ალბათ რთულად წარმოსადგენია, რომ მისი კარიერის დასრულებამდე მისი მსგავსი ფეხბურთელი გამოჩნდება და უფრო მეტს მიაღწევს.

მაგრამ მისი უნარების მსგავს ფეხბურთელს არგენტინაში ყოველთვის პოულობენ, ამჯერად საუბარია 17 წლის აკუნიაზე, რომელმაც თავის ასაკობრივ ნაკრებთან ერთად საოცრად ითამაშა და იმ აკადემიაში იზრდება სადაც თავის დროზე "ბარსელონამ" მესი აღმოაჩინა.

აკუნიამ 17 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამიჩინა თავი და მედიის ყურადღება მიიპყრო, მას არამარტო სათამაშო სტილით აგრეთვე გარეგნულადაც ამსგავსებენ მესის და ევროპულმა კლუბებმა უკვე დაიწყეს მისთვის თვალის მიდევნება.

აკუნიას უკვე გაფორმებული აქვს პროფესიონალური კონტრაქტი და დებიუტში "ბოტაფოგოსთან" ჰეთრიქიც შეასრულა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის ოცნება "ბარსელონაში" თამაშია და ვინ იცის, ერთ დღესაც შესაძლოა მისით ეს კლუბი დაინტერესდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი