როდის დაშორდა ტოჩინოშინი ქართველ მეუღლეს? » სპორტის ხაზი

როდის დაშორდა ტოჩინოშინი ქართველ მეუღლეს?

როდის დაშორდა ტოჩინოშინი ქართველ მეუღლეს?
2-12-2023, 11:43
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი ქართველ მეუღლეს დაშორებულია და რამდენიმე წელიწადია იაპონელ ქალბატონთან ერთად ცხოვრობს. ის ძეგველ ქალზე იყო დაქორწინებული, ქორწინება 7 წლის წინ შედგა.

"ხა­რე­ბა გორ­გა­ძის მამა სამი თვის წინ გავ­ხდი. ის ჩემი მე­ო­რე შვი­ლია, ჩემ­თან ცხოვ­რობს და კი­დევ უფრო მძაფ­რად გან­მაც­დე­ვი­ნა რას ნიშ­ნავს მა­მო­ბა, შვი­ლის მოვ­ლა, მის­თვის ღა­მის გა­თე­ვა... სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს პირ­ველ ქა­ლიშ­ვილ­ზე - ანას­ტა­სი­ა­ზე არ მაქვს ამ­ხე­ლა ამა­გი... მე ია­პო­ნი­ა­ში ვარ, ანას­ტა­სია კი - მას ენაც­ვა­ლოს ჩემი სი­ცო­ცხლე, დე­დას­თან, ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, იშ­ვი­ა­თად მაქვს მისი ნახ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ ვმო­ნა­წი­ლე­ობ მის აღ­ზრდა­ში... ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ასე მოხ­და.

ხარებას დედა იაპონელია. რამდენიმე წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ. ვაჟიშვილს პაპაჩემის სახელი - ხარება დავარქვი. მამაჩემის მამას ხარიტონა ერქვა, ძალიან მიყვარდა და ჯერ კიდევ წლების წინ, იაპონიაში წამოსვლამდე გადავწყვიტე - თუ ვაჟი მეყოლება, ხარება უნდა დავარქვა-მეთქი! მადლობა უფალს, რომ ჩანაფიქრის ასრულების შესაძლებლობა მომცა",
- განუცხადა ტოჩინოშინმა "კვირის პალიტრას.

შეგახსენებთ, ტოჩინიშინმა 2016 წელს იქორწინა გოგონაზე, რომელიც მისი სკოლელი იყო. ორივენი ძეგვში სწავლობდნენ.

"მე და ნინო სოფელში, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენი სიყვარულის ისტორია მე-6 კლასში დაიწყო. შარშან გადავწყვიტეთ, გვექორწინა. ხელი მოვაწერეთ და ჩამოვიყვანე იაპონიაში, ქორწილი ტოკიოში გადავიხადეთ 31 იანვარს. ნინომაც საქორწინო კიმონო შეიძინა. ასე რომ, ორივემ კიმონოში გამოწყობილებმა ვიქორწინეთ...", - ამბობს ლევანი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.