რაფა ნადალი ახალი სეზონიდან ბრუნდება - მატადორის ოფიციალური განცხადება » სპორტის ხაზი

რაფა ნადალი ახალი სეზონიდან ბრუნდება - მატადორის ოფიციალური განცხადება

რაფა ნადალი ახალი სეზონიდან ბრუნდება - მატადორის ოფიციალური განცხადება
1-12-2023, 21:11
Aa Aa
გაზიარება:

თითქმის ერთ წლიანი ტრავმის შემდეგ რაფა ნადალი კორტს უბრუნდება! ესპანელი ჩოგბურთელი რეაბილიტაციის დასკვნით ფაზაში გადადის და გულშემატკივარს ახალი სეზონის პირველივე კვირაში დაბრუნებას ჰპირდება.

37 წლის ჩოგბურთელის განცხადებით იგი მონაწილეობას ბრისბენის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს, რომელიც 31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე პერიოდში გაიმართება.

"ტურში დიდი დრო გამოვტოვე, გპირდებით, ახალი სეზონიდან დავბრუნდები, თანაც პირველივე კვირაში ბრისბენში გამოვჩნდები. - განაცხადა ნადალმა.

ნადალმა ტრავმა შარშან, ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო და მას მერე კვირიდან კვირამდე იწერებოდა რომ იგი დაბრუნდებოდა, გულშემატკივარი მას მონტე კარლოსა და სხვა თიხის ტურნირებზე ელოდა. მოგვიანებით დაიწერა, რომ ნადალი როლანდ გაროსამდე ვერ დაბრუნდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ყველას გაუცრუვდა იმედები.

ნადალის ბოლო გაბრძოლება მოახლოვებულ უიმბლდონს ემთხვეოდა, თუმცა აქაც ტრავმის გამო ტურნირი გამოტოვა და ვერც ამერიკის ღია პირველობისთვის მოახერხა დაბრუნება, შესაბამისად ნადალი დაელოდა სეზონის დასრულებას და სრული რეაბილიტაცია განაგრძო, რაც როგორც ჩანს, კარგად მიმდინარეობს და სასიხარულოა, რომ მატადორი კორტს დაუბრუნდება.

ნადალის ამდენმა გამოტოვებულმა ტურნირმა მის რეიტინგზეც იქონია გავლენა, ესპანელი ჩოგბურთელი ამჟამად 663-ე ადგილს იკავებს და ნიკოლოზ ბასილაშვილზე(588) ქვემოთაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი