ევროლიგის მე-11 ტურში ერთმანეთს ბაიერნი და ვირტუსი დაუპირისპირდნენ. მატჩი გერმანიაში ჩატარდა, სადაც მასპინძლებმა იტალიელები 90-76 დაამარცხეს.
კარგი პერფორმანსი ჰქონდა, ჩვენი ნაკრების კაპიტანს თორნიკე შენგელიას. მან დღევანდელ შეხვედრაში 15 ქულა, 5 მოხსნა, 3 გადაცემა მიითვალა. ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამოცდილი ესპანელი სერჟ იბაკა გახდა 24 ქულითა და 13 მოხსნით.
შეგახსენებთ, რომ ევროლიგის მიმდინარე სეზონში ვირტუსი მეოთხე ადგილზეა.