გოგა ბითაძის კიდევ ერთი კარგი თამაში ვაშინგტონის წინააღმდეგ » სპორტის ხაზი

გოგა ბითაძის კიდევ ერთი კარგი თამაში ვაშინგტონის წინააღმდეგ

გოგა ბითაძის კიდევ ერთი კარგი თამაში ვაშინგტონის წინააღმდეგ
30-11-2023, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" "ვაშინგტონ ვიზრდს" დაუპირისპირდა და 120:139 დაამარცხდა.

შეხვედრა ისევ სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ, რომელმაც პარკეტზე 23 წუთი გაატარა.

გოგამ სოლიდური დრო მიიღო და 8 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება მიითვალა, ბითაძე კარგად იტვირთებოდა და 4 საჯარიმო ესროლა, თუმცა საშუალო სროლები არ წაუვიდა და 5 ტყორცნიდან მხოლოდ 2 გამოიყენა.

"ორლანდო" მოგებათა სერიას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ პაოლო ბანკეროს თამაში არ წაუვიდა და 6 ქულა ჩააგდო, თამაში საკუთარ თავზე ფრანც ვაგნერმა აიღო და 32 ქულა ჩააგდო რამაც საბოლოო გამარჯვებაც მოუტანა გუნდს.

რაც შეეხება "ვიზარდს", გაუგონარი თრეიდების შემდეგ გუნდი საშინელ მდგომარეობაშია, ხელმძღვანელობა მზადაა ახლად დამატებული მოთამაშებიი ისევ გაცვალოს და წელს ამ გუნდს არავითარი ამბიცია არ ექნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი