" მე და გიორგის ერთი აგენტი გვყვავს" - კვარაცხელია კვერნაძეზე საუბრობს » სპორტის ხაზი

" მე და გიორგის ერთი აგენტი გვყვავს" - კვარაცხელია კვერნაძეზე საუბრობს

" მე და გიორგის ერთი აგენტი გვყვავს" - კვარაცხელია კვერნაძეზე საუბრობს
29-11-2023, 14:23
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ამ სეზონში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს სერია A-ში.

გიორგი კვერნაძე "ფროზინონეს" ღირსებას დაიცავს.

შეიძლებოდა პირველივე ტურში ქართული დერბი გვეხილა, მაგრამ კვარაცხელიას მცირე დისკომფორტი აღენიშნებოდა და მისმა ფრანგმა თავკაცმა ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა.

კვარაცხელიამ კვერნაძეზე იტალიურ გამოცემასთან უსაუბრა:

" მე და გიორგი კვერნაძეს საერთო აგენტი გვყავს, ის ნიჭიერი ფეხბურთელია და მე მას ვიცნობ. ვიმედოვნებ, ბევრ სათამაშო წუთებს მიიღებს და თავის შესაძლებლობებს დაგვიმტკიცებს

კვერნაძემ "ნაპოლის" წინააღმდეგ ითამაშა, ქართველი ფეხბურთელი შეხვედრაში 67-ე წუთიდან ჩაერთო და მწვრთნელის შექება დაიმსახურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი