იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ იმ ეპიზოდის შესახებ ისაუბრა, როდესაც "ატალანტასთან" გამარჯვების შემდეგ კვარაცხელია და მაცარი ერთმანეთს გულთბილად ჩაეხუტნენ.
"გეტყვით ამის მიზეზს თუ რატომ დაიმსახურა მაცარიმ კვარაცხელიას ეს ჩახუტება. იტალიელმა კვარას მხრებიდან ტვირთი ჩამოხსნა. ეს ხვიჩასგან ერთგვარი მადლიერებაა და ვფიქრობ ეს ყველაფერი სპონტანური იყო" – განაცხადა ვენტურამ.