"მაცარი კვარაცხელიას თამაშებს ყურადღებით აკვირდება" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"მაცარი კვარაცხელიას თამაშებს ყურადღებით აკვირდება" - იტალიური მედია

"მაცარი კვარაცხელიას თამაშებს ყურადღებით აკვირდება" - იტალიური მედია
18-11-2023, 12:48
Aa Aa
გაზიარება:

სანაკრებო პაუზა ხვიჩა კვარაცხელიასთვის კვლავ შედეგიანი აღმოჩნდა, თბილისში შოტლანდიასთან(2-2) გამართულ შეხვედრაში ხვიჩამ დუბლი გაიფორმა და იტალიური მედია ისევ აალაპარაკა.

"ნაპოლი ხუთ მცველზე აპირებს თამაშს და კვარაცხელიამ შოტლანდიასთან ამ ტაქტიკაში იდეალურად ითამაშა.

საქართველოს ნაკრებთან ერთად კვარაცხელია წარმატებულია და ის ამ გუნდის ლიდერია, შესაბამისად, ნაპოლის ხელმძღვანელობამ უნდა იფიქროს რომ კლუბშიც ასეთი როლი მისცეს.

ახალ სათამაშო ტაქტიკაზე გადასვლა მარტივი არ არის, მაგრამ ვალტერ მაცარი ყურადღებით აკვირდება კვარაცხელიას და შესაძლოა მასზე მორგებული ფეხბურთით გუნდიც და თავად ხვიჩაც უფრო შედეგიანი გახადოს" - წერს Areanapoli.it

წლევანდელ სეზონში კვარაცხელიას "ნაპოლის" მაისურით უკვე 15 შეხვედრა მოუგროვდა და ამ დროში მან 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი