ლებრონ ჯეიმსმა ერთ მატჩში პირადი რეკორდი და ანტირეკორდი დაამაყარა » სპორტის ხაზი

ლებრონ ჯეიმსმა ერთ მატჩში პირადი რეკორდი და ანტირეკორდი დაამაყარა

ლებრონ ჯეიმსმა ერთ მატჩში პირადი რეკორდი და ანტირეკორდი დაამაყარა
28-11-2023, 21:58
Aa Aa
გაზიარება:

ლებრონ ჯეიმსი თანამედროვე კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და სუპერვარსკვლავი NBA-ს ახალი რეკორდის მფლობელი გახდა.

ლეიკერსის ფორვადს ისტორიაში ყველაზე მეტი წუთი აქვს გატარებული პარკეტზე, რითაც აბსოლიტური რეკორდსმენი გახდა და მისი გადასწრება ძალიან დიდი ხანი გაუჭირდებათ, ლებრონმა კარიმ აბდულ ჯაბარს გადაასწრო და ახლა მის ანგარიშზე 66 319 ნათამშები წუთია.

რეკორდი ჯეიმსმა"ფილადელფიასთან" მოხსნა, თუმცა ეს შეხვედრა მისთვის, მეორეს მხრივ, სამწუხარო აღმოჩნდა, აქამდე ლებრონს კარიერაში 44 ქულიანი სხვაობით წაგებული არ ჰქონდა და ასეთი მძიმე მარცხი მოქმედი რეგულარული სეზონის MVP-ის ჯოელ ემბიდის გუნდთან იწვნია.

ლებრონმა 18 ქულა და 5 პასი მოაგროვა და კარიერაში მეოთხედ ვერ აიღო მოხსნა, რაც მისთვის კიდევ ერთი უსიამოვნება გახლავთ.

შეგახსნებთ, რომ "ლეიკერსი" დასავლეთ კომფერენციაში მერვე ადგილს იკავებს და პლეიოფის ზონისთვის იბრძვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი