გოგას და ორლანდო მეჯიქს ვეღარ აჩერებენ - ფლორიდელების ზედიზედ მეშვიდე მოგება » სპორტის ხაზი

გოგას და ორლანდო მეჯიქს ვეღარ აჩერებენ - ფლორიდელების ზედიზედ მეშვიდე მოგება

გოგას და ორლანდო მეჯიქს ვეღარ აჩერებენ - ფლორიდელების ზედიზედ მეშვიდე მოგება
27-11-2023, 16:18
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ს წლევანდელი სეზონი საინტერესოდ მიმდინარეობს, ორლანდო მეჯიქისთვის კი შეიძლება ითქვას საოცნებოდაც.

ფლორიდელებმა ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგეს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

ამჯერად ორლანდოს მსხვერპლი შარლოტ ჰორნეთსი გახდა, ლამელო ბოლის ტრავმის შემდეგ ჩრდილო კაროლინელები ჩამოიშალნენ და ორლანდომ 130:117 იმარჯვა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ჩვენდა გასახარად სასტარტო ხუთეულში კვლავ გოგოა ბითაძე გახლდათ, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროში 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა, გოგას მარკ ვილიამსმა ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა და აღსანიშნავია, რომ ქართველმა ბიგმენმა 5 ჩატენვა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ორლანდო შემდეგ შეხვედრას ჯორდან პულის ვაშინგტონ ვიზარდსთან გამართავს, სადაც აშკარა ფავორიტი პაოლო ბანკერო და მისი კამპანია იქნებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი