"დანა არ ჭრის კარაქს ისე, როგორც ხვიჩა ჭრის გზას მეტოქის კარისკენ" - არველაძე ხვიჩაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"დანა არ ჭრის კარაქს ისე, როგორც ხვიჩა ჭრის გზას მეტოქის კარისკენ" - არველაძე ხვიჩაზე საუბრობს

"დანა არ ჭრის კარაქს ისე, როგორც ხვიჩა ჭრის გზას მეტოქის კარისკენ" - არველაძე ხვიჩაზე საუბრობს
27-11-2023, 15:48
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ სპორტულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და განაცხადა.

- შენ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ან თავ­დამ­სხმელს, ხვი­ჩას რა თვი­სე­ბე­ბი მოგ­წონს?

"ყვე­ლა­ფე­რი აქვს: ტექ­ნი­კა, სის­წრა­ფე, პასი, ორი­ენ­ტა­ცია ბურ­თით თუ უბურ­თოდ... ძა­ლი­ან სწო­რად თა­მა­შობს! უბ­რა­ლოდ და სწო­რად თა­მა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. ამა­ვე დროს, სულ კა­რის­კენ იწევს. გა­ნი­ვად, "შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით" კი არა, პირ­და­პირ კა­რის­კენ! მგო­ნი, დანა არ ჭრის კა­რაქს ისე, რო­გორც ხვი­ჩა ჭრის გზას მე­ტო­ქის კა­რის­კენ. "გვერ­დზე გამ­სვლე­ლი" შემ­ტე­ვე­ბის­გან ამით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამი­ტო­მაც აქვს ასე­თი სტა­ტის­ტი­კა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. თუ რამე მეს­მის – ფეხ­ბურ­თია და ასე­თი რა­ღაც არ გა­მომ­რჩე­ბა. თა­მა­შის დრო­საც იშ­ვი­ა­თად თუ ვე­ხე­ბო­დი ბურთს ზედ­მე­ტად და ამი­ტომ იყო, რომ ჩემ­თვის ფეხ­ში მაგ­რად არც ჩა­ურ­ტყამთ - მა­ში­ნაც კი, როცა ცუ­დად ვთა­მა­შობ­დი.

ხვი­ჩა ბუ­ნებ­რი­ვად თა­მა­შობს სწო­რად და არა იმი­ტომ, რომ სპა­ლე­ტი სთხოვს ან უკ­რძა­ლავს რა­მეს, თა­ნაც, ჯანი და სის­წრა­ფე გე­ნით მოჰ­ყვე­ბა - მა­მა­მი­სიც ასე­თი ჯა­ნი­ა­ნი და სწრა­ფი იყო. მე რომ ეგე­თი ჯა­ნი­ა­ნი და სწრა­ფი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... ცალ­კე თე­მაა ხვი­ჩას შე­უ­პო­ვა­რი და უში­შა­რი ხა­სი­ა­თი: დიახ, "თავ­ხე­დი" უნდა იყო მო­ე­დან­ზე - ამ სი­ტყვის კარ­გი გა­გე­ბით. ეს მისი სამ­ყა­როა და თა­მა­შის დროს ამი­ტო­მაც არის ასე­თი.
"
- განაცახადა შოთამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი