რეკორდული შედეგი : "სარბიელმა" 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაასახელა » სპორტის ხაზი

რეკორდული შედეგი : "სარბიელმა" 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაასახელა

რეკორდული შედეგი : "სარბიელმა" 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაასახელა
27-11-2023, 15:23
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის თავდამსხმელი გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებული გახდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 86-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო, მათგან 85-მა საუკეთესოდ კვარაცხელია დაასახელა, რაც სარბიელის გამოკითხვის ისტორიაში რეკორდული შედეგია. მეორე ადგილზე აიაქსის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გავიდა, ხოლო მესამეზე – ვალენსიის მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვა პირველად 1992-93 წლების საფეხბურთო სეზონების შემდეგ ჩატარდა და პირველი გამარჯვებული გიორგი ქინქლაძე გახდა.

რეკორდსმენია კახა კალაძე, რომელიც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დაასახელეს, ხოლო შოთა არველაძე პრესტიჟული პრიზის მფლობელი სამჯერ გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი