ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვა - ზივზივაძემ გერმანიაში გაიბრწყინა » სპორტის ხაზი

ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვა - ზივზივაძემ გერმანიაში გაიბრწყინა

ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვა - ზივზივაძემ გერმანიაში გაიბრწყინა
27-11-2023, 15:19
Aa Aa
გაზიარება:

მეორე ბუნდესლიგის მე-14 ტურში კარლსრუემ ნიურნბერგს უმასპინძლა და მეტოქეს დამაჯერებლად, 4:1 სძლია.

ამ შეხვედრაში 13 წუთი ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ, რომელმაც ორი გოლის გატანა მოახერხა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

9.0 შეფასებით 29 წლის ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ბუდუსთან ერთად ამ სიაში მისი ორი თანაგუნდელი : მარვინ ვანიცეკი და პაულ ნებელი შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ კარლსრუე 16 ქულით მე-14 ადგილზეა. გერმანული კლუბი მომდევნო შეხვედრას 3 დეკემბერს, ჰანსას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი