"სიტის არაფერი დაუშავებია და არ დაისჯება" - პეპ გვარდიოლა » სპორტის ხაზი

"სიტის არაფერი დაუშავებია და არ დაისჯება" - პეპ გვარდიოლა

"სიტის არაფერი დაუშავებია და არ დაისჯება" - პეპ გვარდიოლა
24-11-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დროს პრემიერ ლიგაში აქტიურად დაიწყო ფინანსურ დარღვევებზე გამოძიებები, მათ შორის საქმე აღიძრა მანჩესტერ ''სიტის'', ''ჩელსის" ''ევერტონის'' და სხვა გუნდების წინააღმდე, მიუხედავად იმისა, რომ სიტის ასზე მეტ დარღვევაზე ედავებიან "ევერტონი" ერთი დარღვევისთვის 10 ქულის დაკლებით დასაჯეს, რამაც მედიის ყურადღება მიიქცია და გვარდიოლას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია.

"დიახ, ''სიტის'' 115 შესაძლო დარღვევაზე ედავებიან, მაგრამ მე მაინც ერთ აზრზე ვარ, ჩვენ არაფერი დაგვიშვებია, რაც შეეხება "ევერტონს", მათი საქმე რადიკალურად განსხვავებულია.

ვგრძნობ, რომ ხალხს ''სიტის'' დასჯა სურს, მაგრამ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და უდანაშაულოებს არ სჯიან.
- განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ''ევერტონმა'' ამ სასჯელის შემდეგ ბოლოს წინა ადგილზე გადაინაცვლა და გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად დიდი ბრძოლა მოუწევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი