ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი კოლოსალურ თანხებს აღწევს » სპორტის ხაზი

ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი კოლოსალურ თანხებს აღწევს

ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი კოლოსალურ თანხებს აღწევს
24-11-2023, 14:54
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე უეფამ საორიზო ფონდი გამოყო და ის 371 მილიონ ევროს შეადგენს.

ტურნირზე მოხვედრა უკვე გარანტირებულად 9.25 მილიონის გამომუშავებას ნიშნავს, რისთვისაც საქართველოს ნაკრებს პლეი-ოფში ჯერ ლუქსემბურგის, შემდეგ კი ფინალში ხაზახეთის ან საბერძნეთის დამარცხება მოუწევს.

დეტალურად საპრიზო ფონდის განაწილება:

სასტარტო თანხა ტურნირის 24-ივე მონაწილისთვის - 9,25 მლნ ევრო.
ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებისთვის - 1.5 მლნ ევრო, ფრისთვის - 750 000 ევრო.
1/8-ფინალში გასვლისთვის - 2 მლნ ევრო.
1/4-ფინალში გასვლისთვის - 3,25 მლნ ევრო.
1/2-ფინალში გასვლისთვის - 5 მლნ ევრო.
ფინალში გასვლისთვის - 7 მლნ ევრო.
ევრო 2024-ზე გამარჯვებისთვის - 10 მლნ ევრო.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში, 2024 წლის ზაფხულში გაიმართება და ამ ტურნირზე მოხვედრის შანსს საქართველოს ნაკრები ისევ ინარჩუნებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი