"გულშემატკივართან ერთად ეს ოცნება უნდა ავისრულოთ" - ალექსანდრე იაშვილი » სპორტის ხაზი

"გულშემატკივართან ერთად ეს ოცნება უნდა ავისრულოთ" - ალექსანდრე იაშვილი

"გულშემატკივართან ერთად ეს ოცნება უნდა ავისრულოთ" - ალექსანდრე იაშვილი
23-11-2023, 19:27
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მარტის მოახლოვებულ თამაშებზე ისაუბრა.

ეროვნული ნაკრები ჯერ ლუქსემბურგს, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულ გუნდს დავუპირისპირდებით, აღნიშნული შეხვედრები დინამო არენაზე გაიმართება და სწორედ საშინაო არენის უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება იაშვილმა ინტერვიუში.

"ერთა ლიგის მოგებით გავინაღდეთ თბილისში თამაში რაც სწორი ნაბიჯი იყო, ლუქსემბურგი კარგი გუნდია, მათ ეს ერთა ლიგაზეც და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამტკიცეს.

ვფიქრობ მაყურებელთან ერთად წარმატებას მივაღწევთ, ჩვენ მათი იმედი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ რათა ფინალში გავიდეთ და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე მოვხდეთ, რითაც ამ სანუკვარ ოცნებას ავიხდენთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 21 მარტს უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი