ინტერი მოლაპარაკებებს აწარმოებს ნიკოლო ბარელას კონტრაქტის გასაგრძელებლად » სპორტის ხაზი

ინტერი მოლაპარაკებებს აწარმოებს ნიკოლო ბარელას კონტრაქტის გასაგრძელებლად

ინტერი მოლაპარაკებებს აწარმოებს ნიკოლო ბარელას კონტრაქტის გასაგრძელებლად
22-11-2023, 14:49
Aa Aa
გაზიარება:

სერია A -ს ლიდერი "ინტერი" მოლაპარაკებებს აგრძელებს ნიკოლო ბარელას აგენტთან კონტრაქტის შესახებ.

"La Gazzetta dello Sport" -მა ბარელას მდგომარეობა და კლუბში მისი კონტრაქტი გაავრცელა. გამოცემა იუწყება, რომ მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის მიმდინარეობს და როგორც ჩანს, სავარაუდოდ, იტალიელი ხელს მოაწერს ახალ კონტრაქტს ნერაძურისთან მომავალი კვირის დასაწყისში.

როგორც ჩანს, ბარელა იმდენს გამოიმუშავებს, რამდენიც ახლა აქვს ლაუტარო მარტინესს. ნახევარმცველი ძალიან ბედნიერია ინტერში, რომელიც თავის მხრივ ძალიან კმაყოფილია მისი ჩატარებული შეხვედრებით. ბოლო დღეებში შედგა შეხვედრა ფეხბურთელის აგენტთან ალესანდრო ბელტრამისთან და მეორე შეხვედრაც ჩაინიშნა.

იტალიელი ნახევარმცველი არ ჩქარობს, მაგრამ მხარეებს არ უნდათ, რომ ბევრი დრო გავიდეს. ნათელია, რომ ინტერს სურს გაახანგრძლივოს და დიდი ალბათობით, ბარელა გაახანგრძლივებს კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი