„მინდა არსენალს ვალი მალე დავუბრუნო“ - დეკლან რაისი » სპორტის ხაზი

„მინდა არსენალს ვალი მალე დავუბრუნო“ - დეკლან რაისი

„მინდა არსენალს ვალი მალე დავუბრუნო“ - დეკლან რაისი
21-11-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, არსენალის ნახევარმცველის, დეკლან რაისის განცხადებას აქვეყნებს:


“100 მილიონი ძალიან დიდი თანხაა, მე ვიცოდი თუ რამხელა ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდებოდი. მინდა ჩემი თამაშით “არსენალს“ ვალი დავუბრუნო. მათ ჩემში დიდი ფული გადაიხადეს, მინდა ყველას ვაჩვენო, რომ “არსენალში“ ბევრი რამის შეცვლა შემიძლია“
- აცხადებს დეკლან რაისი.

შეგახსენებთ, რომ წინა ზაფხულს რეკლან რაისი “არსენალს“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლონდონური “ვესთ ჰემიდან“ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში რაისმა „მეთოფეების“ მაისურით 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლის გატანა და 1 ასისტის შესრულება შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი