ვალენსია გიორგი მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს » სპორტის ხაზი

ვალენსია გიორგი მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს

ვალენსია გიორგი მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს
21-11-2023, 15:48
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ანხელ გარსია გიორგი მამარდაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე საუბრობს.

მისი მტკიცებით სეზონის ბოლოს "ვალენსია" მამარდაშვილს ტრანსფერზე დააყენებს და მიღებული თანხით ახალ მეკარეს მოიყვანს.

გიორგის შემცვლელად მესტალიაზე "ლეგანესის" გოლკიპერის, დიეგო კონდეს მოყვანას აპირებენ, რომელსაც 14 თამაშში 8 მშრალად შენახული კარი აქვს და მისი სატრანსფერო ფასი 500 000 ევროა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ღამურებს დიდი თანხის გადახდა არ მოუწევთ და მამარდაშვილიდან მიღებულ 25-30 მილიონს კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოახმარებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი