კიდევ კარგი გადავრჩით - რას გადავურჩით ესპანეთთან მატჩში » სპორტის ხაზი

კიდევ კარგი გადავრჩით - რას გადავურჩით ესპანეთთან მატჩში

კიდევ კარგი გადავრჩით - რას გადავურჩით ესპანეთთან მატჩში
21-11-2023, 00:57
Aa Aa
გაზიარება:

უკვე ცნობილი გახდა, დიდად არასასიამოვნო , რომლის მიხედვითაც ხვიჩა კვარაცხელია, ესპანეთთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო, რომელიც მესამე აღმოჩნდა, პლეიოფის ნახევარფინალს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დადასტურდა.

ახლა კი, კიდევ ერთი მეტად უსიამოვნო ამბის შესახებ ვიგებთ, რომ ხვიჩას გარდა, გასულ მატჩში დისკვალიფიკაციის მიღების საფრთხის წინაშე კიდევ სამი ფეხბურთელი იყო: გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი აბურჯანია და გიორგი გოჩოლეიშვილი.

მაგრამ, როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელებს ინფორმაცია და გაფრთხილება არ მისვლიათ, რაც უამრავ კითხვებს ბადებს გულშემატკივრებსა თუ უბრალოდ მაყურებელ საზოგადოებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი