კვარაცხელია ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებში წინ მიიწევს » სპორტის ხაზი

კვარაცხელია ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებში წინ მიიწევს

კვარაცხელია ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებში წინ მიიწევს
20-11-2023, 09:45
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი ჩაატარა და სტუმრად ესპანეთთან 1:3 დამარცხდა.

ესპანელთა კარი ამ მატჩში ერთადერთხელ შეირხა, მე-10 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი საგოლე გადაცემის შემდეგ, ბურთი კარში გადაგზავნა.


ეს გოლი ქართველი გარემარბისთვის მე-15 სანაკრებო გამოდგა, ამისთვის მას 28 მატჩი დასჭირდა, ყველა დროის ბომბარდირებში  მე-3 ადგილზე, ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელს აღნიშნული შედეგის დასაფიქსირებლად 67 მატჩი დასჭირდა, 39-ით მეტი ვიდრე "კვარადონას".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი