სანდრო მამუკელაშვილი შესაძლოა საკრამენტო კინგსთან დაბრუნდეს » სპორტის ხაზი

სანდრო მამუკელაშვილი შესაძლოა საკრამენტო კინგსთან დაბრუნდეს

სანდრო მამუკელაშვილი შესაძლოა საკრამენტო კინგსთან დაბრუნდეს
17-11-2023, 21:35
Aa Aa
გაზიარება:

სანანტონიო სპურსის ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ოკლაჰომა სიტისთან შეხვედრის გამოტოვების შემდეგ პარკეტზე ბრუნდება.

როგორც CBC Sports იუწყება სანდრომ ზურგის ტკივილი მოიშუშა და შეხვედრისთვის მზად იქნება, დანარჩენი გრეგ პოპოვიჩზე იქნება დამოკიდებული, რომელიც სამწუხაროდ წლევანდელ სეზონში სანდროს წუთებს საერთოდ არ აძლევს, შეიძლება ეს მისი ზურგის დისკომფორტით იყო გამოწვეული და ვიმედოვნებთ, რომ საკრამენტოსთან სანდრო სათამაშო დროს მიიღებს.

სანდროს წლევანდელ სეზონში არც თუ ისე სახარბიელო სტატისტიკა აქვს, პარკეტზე საშუალოდ 6 წუთს ატარებს და ამ დროში 1.7 ქულა და 2.3 მოხსნა აქვს.

დამაჯერებელი სტარტის შემდეგ სპურსის მდგომარეობა გაუარესდა, გუნდმა ზედიზედ ექვსი შეხვედრა წააგო და დასავლეთ კომფერენციაში მეცამეტე ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი