"რეალში" ტრავმების საგა გრძელდება - ვინისიუსი ტრავმირებულია » სპორტის ხაზი

"რეალში" ტრავმების საგა გრძელდება - ვინისიუსი ტრავმირებულია

"რეალში" ტრავმების საგა გრძელდება - ვინისიუსი ტრავმირებულია
17-11-2023, 21:25
Aa Aa
გაზიარება:

სანაკრებო პაუზა როგორც წესი ბევრი ფეხბურთელის ტრავმის საბაბი ხდება, გამონაკლისი არც ნოემბრის პაუზა აღმოჩნდა და ყველაზე მეტად "რეალი" დაზარალდა.

ედუარდო კამავინგას შემდეგ ვინიუს ჟუნიორიც დაიმტვრა.

კოლუმბიასთან შეხვედრაში ბრაზილია 2-1 დამარცხდა და ვინისიუსი 27-ე წუთზე შეცვალეს, მის წინააღმდეგ დავიდსონ სანჩესმა იუხეშა და ბრაზილიელი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე ყინულის სახვევით იჯდა.

ვინისიუსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა რომ სავარაუდოდ იგივე ტრავმა აქვს, რომლის გამოც სეზონის სტარტზე 1 თვე გაუცდა.

ბრაზილიის ნაკრები შემდეგ შეხვედრას არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და სავარაუდოდ აღნიშნულ შეხვედრაში მათ ვინისიუს ჟუნიორი ვერ დაეხმარება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი