"ევროპაში დარჩენა ამიტომ გადავწყვიტე" - ჟელინსკი » სპორტის ხაზი

"ევროპაში დარჩენა ამიტომ გადავწყვიტე" - ჟელინსკი

"ევროპაში დარჩენა ამიტომ გადავწყვიტე" - ჟელინსკი
17-11-2023, 18:52
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ TVP Sport-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

"ამ ყველაფერს ჩემი აგენტი ხელმძღვანელობს, კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება მალე შედგეს. ახლა ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ "ნაპოლისთან" ერთად კარგი სეზონი ჩავატარო.

შეთავაზება საუდის არაბეთიდან? ეს სიმართლეა, თუმცა გადავწყვიტე, რომ ევროპაში დავრჩენილიყავი, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მსურს, არ იყო შესაფერისი დრო იმისთვის, რომ ფული ამერჩია"
- განაცხადა 29 წლის ნახევარმცველმა.

პოლონელს "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი