კვარაცხელია ნაკრების მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია - წინ კიდევ სამი ფეხბურთელია » სპორტის ხაზი

კვარაცხელია ნაკრების მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია - წინ კიდევ სამი ფეხბურთელია

კვარაცხელია ნაკრების მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია - წინ კიდევ სამი ფეხბურთელია
17-11-2023, 01:14
Aa Aa
გაზიარება:

ვროპის 2024 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლოწინა ტურში საქართველოს ნაკრებმა სახლში შოტლანდია მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლია.

ორივე გოლი "ჯვაროსნების" რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ბრიტანელთა რიგებიდან კი ჯერ თავი სკოტ მაქტომინეიმ გამოიჩინა, ხოლო შემდეგ შეკლენდმა დამატებით წუთებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 8.0 ქულათა შეფასებით კვარაცხელია გახდა.

შოტლანდიასთან შესრულებული დუბლის შემდეგ კი ქართველმა ფეხბურთელმა ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და მას მხოლოდ ალექსანდრე იაშვილი, თემურ ქეცბაია და შოთა არველაძე უსწრებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი