ევროპის 2024 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლოწინა ტურში საქართველოს ნაკრებმა სახლში შოტლანდია მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლია.
ორივე გოლი "ჯვაროსნების" რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ბრიტანელთა რიგებიდან კი ჯერ თავი სკოტ მაქტომინეიმ გამოიჩინა, ხოლო შემდეგ შეკლენდმა დამატებით წუთებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 8.0 ქულათა შეფასებით კვარაცხელია გახდა.