შოტლანდიის ნაკრების მცველი : "საქართველოსთან რთული მატჩი გველის" » სპორტის ხაზი

შოტლანდიის ნაკრების მცველი : "საქართველოსთან რთული მატჩი გველის"

შოტლანდიის ნაკრების მცველი : "საქართველოსთან რთული მატჩი გველის"
15-11-2023, 14:13
Aa Aa
გაზიარება:

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სტივ კლარკი გუნდის პროგრესის მთავარი მიზეზია – ამის შესახებ ბრიტანელთა მცველმა, საუდის არაბეთის ალ იტიჰადის წევრმა, ჯეკ ჰენდრიმ ისაუბრა, რომელმაც კომენტარი საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზეც გააკეთა.

"სტივ კლარკმა უდიდესი როლი ითამაშა ნაკრების წარმატებაში. ის მაღალ სტანდარტებს აწესებს, თავდაჯერებულობას გვმატებს, რომ მოვიგოთ და წინ წავიდეთ. ტაქტიკურად კარგად გვამზადებს და გვჯერა, რომ შედეგის ჩვენება გრანდებთანაც შეგვიძლია. კლარკი ეროვნული გუნდის წარმატების საფუძველია.

არ უნდა გავჩერდეთ და ასე გავაგრძელოთ. შოტლანდიის ნაკრებში თამაში ყოველთვის მსიამოვნებს, ჩვენ ერთსულოვანი გუნდი ვართ. იმედი მაქვს, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ადგილი უკვე დაჯავშნილი გვაქვს, მაინც წინსვლაზე ვფქრობთ. A ჯგუფში შოტლანდია ესპანეთს გოლების სხვაობით ჩამორჩება, საქართველოსთან და ნორვეგიასთან გამარჯვება კი პირველობაში დაგვეხმარება.

ვიცით, რომ თბილისში რთული თამაში გველის, სადაც შოტლანდია 2007 და 2015 წლებში დამარცხდა. ჩვენ ყველა თამაშის მოგება გვსურს. მნიშვნელოვანია, კონცენტრაცია არ დავკარგოთ და თამაშზე მოტივირებული გავიდეთ. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება
."
– ამბობს ჯეკ ჰენდრი.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე შოტლანდიასთან 16 ნოემბერს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი