ოფიციალურად: ნაპოლის ვალტერ მაცარი გაწვრთნის » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: ნაპოლის ვალტერ მაცარი გაწვრთნის

ოფიციალურად: ნაპოლის ვალტერ მაცარი გაწვრთნის
14-11-2023, 20:05
Aa Aa
გაზიარება:

"ემპოლისთან" მარცხის შემდეგ "ნაპოლიმ" რუდი გარსია გაანთავისუფლა.

მისი პოსტი დიდი ხნით ვაკანტური არ დარჩენილა და დე ლაურენტისმა მის შემცვლელად ვალტერ მაცარი იპოვა.

იტალიელი სპეციალისტი "ნაპოლის" აქამდეც წვრთნიდა, მან კლუბს 2009-2013 წლებში უხელმძღვანელა და კოპა იტალიას მოგება მოახერხა, ხოლო 2013 წელს სერია A მეორე ადგილზე დაასრულა და მაშინ ეს მიღწევა ნაპოლის 20 წელი არ ჰქონდა გამეორებული.

გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისმა "ნაპოლის" შემდეგ "ინტერში", "უოტფორდში", "ტორინოსა" და "კალიარიში" იმუშავა.

"პარტენოპეი" ჩემპიონატში 12 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა და მაცარისთან ერთად პიირველ შეხვედრას 25 ნოემბერს მეხუთე ადგილოსან "ატალანტასთან" გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი