როგორც აღმოჩნდა, "ემპოლისთან" წაგების შემდეგ რუდი გარსიამ უკვე იცოდა, რომ "ნაპოლიდან" მას გაათავისუფლებდნენ. იტალიური TMW-ს ცნობით, გასული ტურის მატჩის შემდეგ 59 წლის ფრანგმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს გასახდელში მიმართა:
"ეს მარცხი და სიტუაცია თქვენი ბრალი არ არის, მხოლოდ ჩემი"- ციტირებს რუდი გარსიას სიტყვებს იტალიური გამოცემა.
დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს ორ კანდიდატთან, იგორ ტუდორთან და ვალტერ მაცარისთან აწარმოებდა, მაგრამ როგორც ფაბრიციო რომანო იუწყება, იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა შეთანხმებას ამ უკანასკნელთან თითქმის მიაღწიეს. ინფორმაციის თანახმად, მაძარი ნეაპოლელებს 2024 წლის ივნისამდე გაწვრთნის.