"ეს ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა" - ოსიმენი რთულ გადაწყვეტილებას იხსენებს » სპორტის ხაზი

"ეს ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა" - ოსიმენი რთულ გადაწყვეტილებას იხსენებს

"ეს ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა" - ოსიმენი რთულ გადაწყვეტილებას იხსენებს
13-11-2023, 22:47
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა დაადასტურა, რომ ზაფხულში ალ-ჰილალიდან სარფიანი შეთავაზება ჰქონდა, რაზეც უარის თქმა ძალიან გაუჭირდა.

"რაც დაიწერა, სიმართლეა. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ გასულ ზაფხულს "ნაპოლიდან" წასვლაზე არ მიფიქრია, რადგან კლუბს ჩემი შენარჩუნება სურდა, მაგრამ როცა საუდის არაბეთიდან წინადადება მივიღე,,, უზარმაზარი შეთავაზება, რთული იყო ამაზე უარის თქმა. კლუბთან განვიხილე და დარჩენა გადავწყვიტე", - თქვა ოსიმენმა, რომელმაც ამავე საკითხზე საუბარი განაგრძო:

"სიგიჟე იყო. რაც მეტჯერ ვეუბნებოდი უარს, მით უფრო იზრდებოდა ფინანსური შეთავაზება. ეს ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ევროპაში თამაშის გაგრძელება მსურს. აგვისტოში გვქონდა მოლაპარაკებები, შემდეგ "ნაპოლისთან" ერთად გადავწყვიტეთ, უარი გვეთქვა. არ მინდოდა ხალხს ეფიქრა, რომ წასვლა მინდოდა. ჩემი კარიერისთვის ეს დადებითი გადაწყვეტილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს ფულისთვისაც თამაშობენ".

"პრემიერლიგაში ფავორიტი კლუბი არ მყავს, მაგრამ ორი გუნდის მაისური მქონდა - "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის". ჩემი ბევრი მეგობარი ჩელსის გულშემატკივრობს, ცოტა ნაკლები - მანჩესტერს. პრემიერლიგა აფრიკელ ფეხბურთელებს ძალიან მოსწონთ".
- განაცხადა ნიგერიელმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.