კარლოს ალკარასი ისევ დამარცხდა - ესპანელი შემაჯამებელ ტურნირს მარცხით იწყებს » სპორტის ხაზი

კარლოს ალკარასი ისევ დამარცხდა - ესპანელი შემაჯამებელ ტურნირს მარცხით იწყებს

კარლოს ალკარასი ისევ დამარცხდა - ესპანელი შემაჯამებელ ტურნირს მარცხით იწყებს
13-11-2023, 21:47
Aa Aa
გაზიარება:

ტურინში ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო.

ტრადიციულად, ჯერ ჯგუფური ეტაპია სადაც პირველ სათამაშო დღეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჰოლგე რუნე სამ სეტიან თრილერში დაამარაცხა, დღეს კი მორიგი დრამა ვიხილეთ, ამჯერად კარლოს ალკარასი ალექსანდრ ზვერევმა7-6 3-6 4-6 დაამარცხა და საკუთარ ჯგუფში გალიდერდა.

მატჩამდე ფავორიტად ალკარასი მოიაზრებოდა, თუმცა ესპანელი ჩგნურთელი ბოლო დროს ფორმიდან ამოვარდა და ეს მისთვის მიჯრით მესამე მარცხია, აქამდე კარლოსი გრეგ დიმიტროვთან და რომალ საფულინთან დამარცხა.

ალკარასი შედეგს გადაღლილობას და ტურინირებს შორის მცირე პაუზას ასახელებს, თუმცა უცნაურია 20 წლის ასაკში ჩოგბურთელისთვის მსგავსი პრობლემა.

შემაჯამებელი ტურნირი გრძელდება და დღეს ღამით სწორედ ალკარასი ზვერევის ჯგუფში კიდევ ერთი თამაში გაიმართება.

00:00 საათზე ცენტრალურ კორტს რუსი ჩოგბურთელები, ანდრე რუბლოვი და დანიილ მედვედევი გაიზიარებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირს რეკორდული საპრიზო ფონდი აქვს და მისი ფინალი 19 ნოემბერს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი