"კვარაცხელიაზე მეტად ლინდსტრომის დარტყმის მოგერიება გამიჭირდა" - "ემპოლის" მეკარე » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიაზე მეტად ლინდსტრომის დარტყმის მოგერიება გამიჭირდა" - "ემპოლის" მეკარე

"კვარაცხელიაზე მეტად ლინდსტრომის დარტყმის მოგერიება გამიჭირდა" - "ემპოლის" მეკარე
12-11-2023, 23:47
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-12 ტურში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე "ემპოლისთან" სენსაციური მარცხი განიცადა (0:1). ტოსკანელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი ეტრიტ ბერიშას მიუძღვის, რომელმაც რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია.

"გვჭირდებოდა ასეთი თამაში და მნიშვნელოვანი იყო ამის გაკეთება ძლიერ გუნდთან. ყოველთვის ვცდილობ, რომ მზად ვიყო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. მეკარეებს აქვთ აღმავლობის და ჩავარდნის მომენტები, მაგრამ მთავარი მწვრთნელის ნდობაა. რთული პერიოდი გამოვიარე, თუმცა, ეს წარსულს ჩაბარდა და ახლა მხოლოდ ემპოლისთან ერთად გადარჩენაზე ვფიქრობ. ლინდსტრომის და კვარაცხელიას წინააღმდეგ კარგი სეივები იყო, მაგრამ ლინდსტრომის უფრო გამიჭირდა, რადგან ბურთს ვერ ვხედავდი" - განაცხადა ბერიშამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი